2013-11-11

სტუდენტთა საყურადღებოდ!

გაეროს მოდელირება რომში

ევროპული ცენტრი იწვევს მოტივირებულ, დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროექტში: „გაერთიანებული ერების მოდელირება“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2014 წლის 13-17 მარტს იტალიის დედაქალაქ რომში.

გაერთიანებული ერების მოდელირების ტრეინინგ-პროგრამა საუკეთესო საშუალებაა სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის, უკეთ გაეცნონ გაერთიანებული ერების მუშაობის სპეციფიკას, წარმოაჩინონ საკუთარი თავი და ქვეყანა, მიიღონ ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება საჯარო გამოსვლებში, დებატებსა და სხვა სიტუაციურ თამაშებში მონაწილეობით, შეიძინონ ახალი მეგობრები მთელი მსოფლიოდან და მოიპოვონ საერთაშორისო სერთიფიკატი.

პროგრამაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 800 ევროს.
ღირებულებაში შედის:
- საცხოვრებლის ხარჯები
- დილის საუზმე
- ტრანსფერი საკონფერენციო დარბაზამდე და უკან დაბრუნება
- კონფერენციაში მონაწილეობა
- კონფერენციისთვის მოსამზადებლად საჭირო მასალები
- სამი წინამოსამზადებელი შეხვედრა
- მოსამზადებელი სესია ინგლისურ ენაზე ქ. რომში
- ლანჩი კონფერენციის დღეებში
- საერთაშორისო სერთიფიკატი

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- მოტივაციის მქონე დაინტერესებულ პირებს
- ბაკალავრიატის სტუდენტებს
- მაგისტრატურის სტუდენტებს
- დოქტორანტურის სტუდენტებს
- მე-12 კლასის მოსწავლეებს

პროექტის მონაწილე საკომუნიკაციო დონეზე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, 2013 წლის 15 ნოემბრამდე გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე :exchangeprograms@pdcgeo.ge (სათაურის ზოლში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და UN Rome)

დაინტერესებულ პირებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია ევროპული ცენტრის სათაო ოფისში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ევროპული ცენტრი
ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: 568 701177; 2 14 72 70
ელ–ფოსტა: exchangeprograms@pdcgeo.ge
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ–გვერდს: http://www.pdcgeo.ge
სიახლეები იხილეთ: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi
Print

« იხ. ყველა სიახლე