2010-03-11

სწავლის საფასურის ეტაპობრივი გადახდა

თსუ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით

2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტებს მიეცათ სწავლის საფასურის ეტაპობრივად, სამ თანაბარ ნაწილად გადახდის უფლება შემდეგ ვადებში:

ა)    სწავლის საფასურის პირველი ნაწილი _ 2010 წლის 13 მარტამდე;
ბ)    სწავლის საფასურის მეორე ნაწილი _ პირველ კოლოქვიუმამდე;
გ)    სემესტრული გადასახადის მთლიანი დაფარვა _ 2010 წლის 14 ივნისამდე.

თანხის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტები არ დაიშვებიან სემესტრულ დასკვნით გამოცდებზე და კარგავენ გადახდილი თანხის უკან დაბრუნების ან მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას.
Print

« იხ. ყველა სიახლე