2016-12-20

„სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვის და ბიოეთიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ექიმთა ასოციაცია 21 დეკემბერს, 14:00 საათზე ერთობლივ კონფერენციას „სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვის და ბიოეთიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ გამართავს.

კონფერენციის თემატიკა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს სამედიცინო სფეროში, როგორიცაა პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვა, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, მედიცინის პროფკავშირების როლი, საპატრიარქოს მოსაზრებები, ფარმაცევტული ბაზრის ეთიკური ასპექტები, ბიოსამედიცინო კვლევა და სხვა. კონფერენციაზე დარგის სპეციალისტები წარდგებიან მოხსენებებით და განიხილავენ საქართველოში არსებულ ვითარებას ამ კუთხით, ასევე გაიმართება დისკუსია ამ მიმართულებების განვითარებისათვის და საკანონმდებლო ინიცატივებზე. კონფერენციის ბოლოს მოხდება ეთიკური საბჭოს დაფუძნება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი 115-ე აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე