2019-09-02

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

ინფორმაცია კონკურსანტთათვის!
უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 5 სექტემბერი ;
უცხო ენის გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 6  სექტემბერი (თსუ, I კორპუსი, კანცელარია, ოთახი №114);
აპელაცია შედგება – 9 სექტემბერს (თსუ, ბიბლიოთეკის შენობა, უნივერსიტეტის ქ.№11 (მაღლივი), 12.00 სთ–ზე);
აპელაციის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი (18.00 სთ).

გამოცდა სპეციალობაში 
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგი პროგრამებისთვის: მასწავლებელთა განათლება, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია და კვლევა, იურიდიული ფსიქოლოგია; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგი პროგრამებისთვის: დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა, საზოგადოებრივი გეოგრაფია, მასობრივი კომუნიკაციის  და მედიის კვლევა, კულტურის და მედიის სოციოლოგია, სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა, გენდერის კვლევა, ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება, მედია და ახალი ტექნოლოგიები; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი: ეკონომიკის მიმართულება, ტურიზმის მიმართულება, მედიცინის და იურიდიული ფაკულტეტებისათვის  ჩატარდება   6 სექტემბერს 9.00 საათზე, 
ხოლო, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტების დანარჩენი პროგრამებისთვის; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი: ბიზნესის მიმართულება; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების; სამაგისტრო პროგრამებისთვის: „მიგრაციის მართვა“ და „ევროპისმცოდნეობა“  ჩატარდება 6 სექტემბერს 14.30 საათზე თსუ, ბიბლიოთეკის შენობა, უნივერსიტეტის ქ.№11 (მაღლივი);
გამოცდის შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი; 
გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 11 სექტემბერი  (თსუ,  I კორპუსი, კან¬ცე¬ლა¬რია, ოთახი №114); 
აპელაცია შედგება – 12  სექტემბერი (თსუ, ბიბლიოთეკის შენობა, უნივერსიტეტის ქ.№11 (მაღლივი), 11.00 სთ–ზე)
აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი.

Print

« იხ. ყველა სიახლე