2013-03-06

მიღება კურსზე „კონფლიქტის სოციალურ–ფსიქოლოგიური ანალიზი და მართვის მექანიზმები“

 კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ინსტიტუტი „კონფლიქტების მართვისა და მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდულ ცენტრთან“ თანამშრომლობით აცხადებს მიღებას შემდეგ კურსზე დასასწრებად,– „კონფლიქტის სოციალურ–ფსიქოლოგიური ანლიზი და  მართვის მექანიზმები“ .
 
ლექციებზე თქვენ გაივლით  შემდეგ თემებს:

1.    კონფლიქტის ანალიზის თეორიული საფუძვლები;
2.    ლიტერატურული კონფლიქტის ანალიზი;
3.    კონფლიქტის მართვის ფსიქოლოგიური მექანიზმები;
4.    საერთაშორისო კონფლიქტები;
5.    ტრენინგები კონფლიქტურ თემებზე;
6.    ფილმის ჩვენება და ანალიზი.


კურსზე დასწრების მსურველებმა თქვენი cv-ები გამოაგზავნეთ შემდეგ e-mail-ზე conflict.kttn@gmail.com  
კურსი სერთიფიცირებულია. სერთიფიკატის ღრებულება 90 ლარია.  კურსზე დასწრება შეუძლია ყველა მსურველს უფასოდ, რომელსაც არ სურს სერთიფიკატის აღება.    

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 21 მარტი. კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე.
საკონტაქტო ინფორმაცია: 5 93 727793.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ facebook-ის გვერდს



Print

« იხ. ყველა სიახლე