2013-01-08
კარლ ფრიდრიხ გოლდერელის სახელობის კოლეჯი სთავაზობს კვალიფიკაციის ასამაღლებელ ერთწლიან საერთაშორისო პროგრამას საჯარო სექტორის გერმანულენოვანი 20-მდე ახალგაზრდა ხელმძღვანელი კადრისთვის აზერბაიჯანიდან, ბელარუსიიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.
პროექტი შედგება ოთხი ელემენტისაგან:
-
სამკვირიანი სემინარი ლუკენვალდეში, ბერლინსა და ვარშავაში 2013 წლის 31 აგვისტოდან 21 სექტემბრამდე;
-
პროექტის განხორციელება მშობლიურ ქვეყანაში 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის აგვისტომდე;
-
შუალედური სემინარი 2014 წლის თებერვალში;
-
დასკვნითი სემინარი ბერლინში, 2014 წლის აგვისტო.
საბუთების ჩაბარების ბოლო ვადა - 28 თებერვალი, 2013
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს www.goerdeler-kolleg.de ან იხილეთ დანართები.
« იხ. ყველა სიახლე