ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-10-17

კონკურსი დოქტორანტურის I, II, III, IV* სემესტრის სტუდენტებისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

 ცხადდება კონკურსი თსუ დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად 

სადოქტორო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები გერმანულენოვანი/ინგლისურენოვანი:საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, გერმანული ენა და ლიტერატურა, კავკასიური და სლავური ენები, ბიოლოგია, ანგლისტიკა, ამერიკისმცოდნეობა, არქეოლოგია, ეკოლოგია, გეოგრაფია, მათემატიკა, ქიმია, ფსიქოლოგია, იურიდიული 
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

  ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): იურიდიული, გერმანული ენა, ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

გრანადის უნივერსიტეტი    (ესპანეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი/ესპანურენოვანი): იურიდიული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებები მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი (3 თვე)

მესინას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (იტალიურენოვანი): არქეოლოგია, ანთროპოლოგია, იტალიური ენა და ლიტერატურა, ჰუმანიტარული
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ქართველური ენათმეცნიერება, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, თეოლოგია, ფილოსოფია, ეთიკა, ისტორია, აღმოსავლეთმცოდნეობა, საჯარო პოლიტიკა, პოლიტიკის მეცნიერება, კულტურის კვლევები, ევროპული კვლევები.
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი (3 თვე)

დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა და ლიტერატურა
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, იურიდიული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
ათენის ნაციონალური და კაპოდისტრიანის უნივერსიტეტი (საბერძნეთი)
სასწავლო მიმართულებები (ბერძნულენოვანი): ახალი ბერძნული ფილოლოგია, კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტიური ფილოლოგია, ბერძნულ-რომაული ფილოლოგია, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია, არქეოლოგია, ისტორია
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ისტორია, არქეოლოგია
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
დასავლეთ ტიმისოარას უნივერსიტეტი (რუმინეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული, ფილოსოფია, ეკონომიკა, ბიზნესი, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაგია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, პოლიტიკური მეცნიერება, განათლების მეცნიერება, ლიტერატურა, ლინგვისტიკა.
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

სოფიას უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): გეოგრაფია და გეოლოგია
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა, იურიდიული, ბიზნესი, ეკონომიკა, ბიოლოგია 
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

  ესქიშეჰირ ოსმანგაზის უნივერსიტეტი (თურქეთი)
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): განათლების მეცნიერება
სასწავლო მიმართულება (თურქულენოვანი): თურქული ენა და ლიტერატურა
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

კადისის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სასწავლო მიმართულება (ესპანურენოვანი): ესპანური ფილოლოგია
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

პალაცკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): საზოგადოებრივი გეოგრაფია, გეოგრაფია,  ფიზიკური გეოგრაფია და  გარემოს მდგრადი განვითარება
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
პალაკცის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული საგნების ჩამონათვალი იხილეთ დანართში
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი


კონკურსზე დაშვების წინაპირობა:
 ინგლისური, გერმანული, ბერძნული, იტალიური ან ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის დოკუმენტი (ინგლისური: მოქმედი TOEFL, IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი; გერმანული: TestDaF, DSH, DSD, Goethe Certificate - აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე; ესპანური: DELE, eLADE - აღებული უკანაკნელი 2 წლის მანძილზე)
ან
 თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების დადებითი შედეგი (2019 წლის 13 მარტი, 2019 წლის 1-2 ოქტომბერი მინიმუმ 71 ქულა)

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
 გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
 საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
 პასპორტის ასლი 
 CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
 ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (სემესტრის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
 ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
 მოტივაციის წერილი (ინგლისურ, გერმანულ, თურქულ, იტალიურ, ბერძნულ ან ესპანურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა; მოტივაციის წერილის 6 ეგზემპლარი ამობეჭდილი სახით უნდა წარმოადგინოთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121) ა/წ 25 ოქტომბრის 10 საათიდან 13 საათამდე დროის მონაკვეთში)
 რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებულ რეკომენდატორის ელ-ფოსტაზე) 
 შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებგვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
 საკვლევი გეგმის მონახაზი (ინგლისურ, თურქულ, გერმანულ, ბერძნულ, იტალიურ ან ესპანურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
 უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატის არსებობის შემთხვევაში)
 მაგისტრის დიპლომი 
 მაგისტრის დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე)
 დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან. წერილის მოსაპოვებლად CV და საკვლევი გეგმის მოკლე მონახაზი გადაუგზავნეთ სასურველი ევროპული უნივერსიტეტის თქვენი მიმართულების რომელიმე პროფესორს)
 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული; არსებობის შემთხვევაში)
 პრიორიტეტების მიხედვით სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 5 უნივერსიტეტზე)
დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - 
mobility.tsu.ge 
ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ა/წ 24 ოქტომბრის 15 საათამდე.

სტიპენდია მოიცავს:
 უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
 შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

დამატებითი ინფორმაცია: 
 სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას;
 გასაუბრებები იგეგმება ა/წ 30-31 ოქტომბერს;
 გასაუბრებების განრიგი განთავსდება თსუ მთავარი გვერდის სიახლეების ბმულზე ა/წ 28 ოქტომბრის დღის ბოლოს;
 გასაუბრების პერიოდში, საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ ა/წ 24 ოქტომბრის 18 საათამდე outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები; 
 შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!
 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge.


Print

« იხ. ყველა სიახლე