2014-10-24
საჯარო ლექცია “მედიატორის საქმიანობის რეგულირების პრობლემები საქართველოში“
31 ოქტომბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე “მედიატორის საქმიანობის რეგულირების პრობლემები საქართველოში“. საჯარო ლექციას გაუძღვება თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, მედიაციის ექსპერტი - გიორგი ცერცვაძე.ღონისძიება თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის (NCADR) ორგანიზებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და მისი პროგრამის - მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფინანსური მხარდაჭერით ტარდება
ღონისძიებაზე დასწრება გთხოვთ, დაადასტუროთ ელექტრონულ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge
მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №115
« იხ. ყველა სიახლე