2018-09-04
ჩეხეთის მთავრობის სამაგისტრო და სადოქტორო სასტიპენდიო პროგრამები
საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიმდინარე წლის 27 აგვისტოს ნოტის თანახმად, ჩეხეთის მთავრობამ, 2019-2020 აკადემიური წლისათვის გამოაცხადა მიღება სამაგისტრო და სადოქტორო სასტიპენდიო პროგრამებზე შემდეგ მიმართულებებზე: ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ინფორმატიკა, გარემო და ენერგეტიკა.
ელექტრონული განაცხადის შევსების ბოლო ვადაა
2018 წლის 30 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამისა და ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე.
« იხ. ყველა სიახლე