დაიწყო აპლიკაციების მიღება რეგიონალურ სამაგისტრო პროგრამაზე:
„ადამიანის უფლებები და დემოკრატიზაცია კავკასიის რეგიონში“ (აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონი: სომხეთი, უკრაინა, ბელორუსია, საქართველო) 2017/2018
პროგრამის აღწერა:
რეგიონალური სამაგისტრო პროგრამა: „ა
დამიანის უფლებები და დემოკრატიზაცია კავკასიის რეგიონში“ დაარსებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და წარმოადგენს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიზაციის სამაგისტრო პროგრამების გლობალური კამპუსის ნაწილს. სამაგისტრო პროგრამის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა ვენეციის ევროპული შიდა–საუნივერსიტეტო ცენტრი, ასევე წამყვანი უნივერსიტეტები სომხეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და საქართველოდან.
რეგიონალური სამაგისტრო პროგრამა: „ადამიანის უფლებები და დემოკრატიზაცია კავკასიის რეგიონში“ არის 1 წლიანი (60 კრედიტი) ინტერდისციპლინური (მოიცავს როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ და მულტიდისციპლინურ ელემენტებს) პროგრამა, რომელიც დაარსებულია მიმღები უნივერსიტეტის – ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მასპინძელი უნივერსიტეტების: კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული, ბელორუსიის სახელმწიფო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ. პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ და რუსულ ენებზე.
პროგრამაზე სწავლებას პირველი სემესტერის განმავლობაში უზრუნველყოფს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო მეორე სემესტრი მოიცავს მობილობის პროცესს: სტუდენტები ირჩევენ პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ერთ–ერთს მათი კვლევის, პროფესიული თუ აკადემიური ინტერესების შესაბამისად.
სპეციალიზაციის მოდულები:
• პოლიტიკის მოდული – ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
• სამართლის მოდული – კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი.
• ინტერდისციპლინური მოდული – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სტაჟირება და სამაგისტრო ნაშრომი:
პროგრამაზე სწავლების მესამე სემესტრი მოიცავს სტუდენტთა სტაჟირებებს და სამაგისტრო ნაშრომებზე მუშაობას. სამაგისტრო პროგრამა სრულად შეესაბამება ბოლონიის სტანდარტებს და უზრუნველყოფს მის სტუდენტებს ყველა საჭირო დოკუმენტით. სრული კურსის გავლის შემდეგ მათ მიენიჭებათ 60 კრედიტი.
დიპლომი და სერთიფიკატი
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ენიჭებათ ევროპისმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი სპეციალიზაციით ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციაში. დიპლომს გასცემს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროგრამაზე სწავლების ვადები
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლება დაიწყება 2017 წლის სექტემბერში და დასრულდება 2018 წლის სექტემბერში.
მიღების ეტაპები:
სამაგისტრო პროგრამაზე მიღება წარმოებს 3 ეტაპად:
•
I ეტაპი - აპლიკაციებისა და დოკუმენტების მიღება
•
II ეტაპი - პირველადი შერჩევის შედეგად შერჩეული აპლიკანტების გამოცხადება და ინტერვიუ
•
III ეტაპი - ოფიციალური მოწვევა
ა. დაშვების წინაპირობა
ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიზაციის სამაგისტრო პროგრამა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისათვის, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომი. აპლიკანტს ასევე მოეთხოვება რომ თავისუფლად ფლობდეს როგორც ინგლისურ, ასევე რუსულ ენებს, იყოს დაინტერესებული ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიზაციის საკითხებში. უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვისაც სწავლის ან/და პროფესიული გამოცდილება ექნებათ ზემოთ ხსენებულ სფეროებში.
ბ. განაცხადის ფორმა:
სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადის მიღება ხდება ელექტრონულად. სააპლიკაციო ფორმასთან ერთად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ელექტრონულად, ხელმისაწვდომია: www.regionalmaster.net);
- CV (Europass CV);
- სამოტივაციო წერილი (1000-1500 სიმბოლო) ინგლისურ და რუსულ ენებზე;
- ესსე (მინ. 1500 – 2000 სიტყვა) ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციასთან დაკავშირებულ საკითხზე (გთხოვთ, გაეცანით ვებ–გვერდს ესსეს თემატიკის შერჩევისა და მოთხევნების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად: http://www.regionalmaster.net/index.php?option=com_content&view=article&id=55&Itemid=61
- საკონტაქტო ინფორმაცია იმ ორი პირისა, რომლებიც გასცემენ სარეკომენდაციო წერილებს (ერთი სასწავლებლიდან, ხოლო მეორე ამჟამინდელი ან ყოფილი დამსაქმებლისგან, იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს აქვს სამუშაო გამოცდილება)
- უნივერსიტეტის დიპლომის(ების) დასკანერებული ვარიანტი
- ნიშნების ფურცელი
- დამატებით, მათ ვისაც აქვთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები შეუძლიათ წარმოადგინონ ისინი
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის ქულები - TOEFL (PBT 513-547; IBT 65-80) ან IELTS (5.5-6)
გ. განაცხადის გაკეთება სამაგისტრო პროგრამაზე:
კანდიდატმა უნდა:
- შეავსოს ელეტრონული სააპლიკაციო ფორმის ნაწილი A და B;
- C ნაწილში ატვირთოს CV, სამოტივაციო წერილი, ესსე, 2 სარეკომენდაციო წერილი, უნივერსიტეტის დიპლომის(ების) დასკანერებული ვარიანტი, ნიშნების ფურცელი და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
მიღების ვადები:
განაცხადები მიიღება
2017 წლის 11 მაისიდან 2017 წლის 02 ივლისის ჩათვლით.
ჩვენი რჩევაა რაც შეიძლება მალე გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმები.
შერჩევის კრიტერიუმები:
კანდიდატების შეფასება მოხდება საკოორდინატო საბჭოს მიერ შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით:
- აკადემიური მოსწრება (წინა საფეხურის განათლება, CV)
- მოტივაცია: რამდენად არის დაინტერესებული კანდიდარი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიზაციის საკითხებში
- წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტები
- რამდენად ღრმად სწამს თავისუფლებისა და სოციალური ჩართულობის იდეის
- გამოცდილება არსებითად დაკავშირებულ სფეროებში.
დაფინანსება:
2017–2018 აკადემიური წლისათვის პროგრამით გათვალისწინებულია 25–მდე სტუდენტის (სამიზნე ქვეყნებიდან) სრულად დაფინანსება. დაფინანსება მოიცავს სწავლების საფასურს, მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს. უპირატესობა მიენიჭებათ არარეზიდენტ კანდიდატებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ გაეცანით ოფიციალურ ვებგვერდს:
www.regionalmaster.net
ან დაგვიკავშირდით:
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის ცენტრი
ა. მანუგიანის ქ. #1, ერევანი 0025 სომხეთი
ტელ: +374-10550810
ელ.ფოსტა:
info@ces.am;
k.gevorgyan@ces.am