ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-02-28

ცხადდება მასალების მიღება ორენოვანი საერთაშორისო ჟურნალისათვის „ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი“

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტი აცხადებს მასალების მიღებას ორენოვანი (ქართულ-ინგლისურ) საერთაშორისო ჟურნალისათვის „ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი“ N7 -2017. ჟურნალ „ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველში“ (ISSN 2233-3568) იბეჭდება ფილოსოფიის, თეოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის პრობლემებისადმი მიძღვნილი ფართო სპექტრის მასალები, ახალი თარგმანები კომენტარებით, ინფორმაცია მიმდინარე სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების, ახალი პუბლიკაციების  და სხვ. შესახებ.

ავტორებს ვთხოვთ იხელმძღვანელონ შემდეგი მოთხოვნებით:

გამოყენებული ლიტერატურის მითითებისას იხელმძღვანელეთ შემდეგი მითითებებით:

ა)პერიოდული გამოცემების შემთხვევაში: პუბლიკაციის ავტორის სახელი, გვარი, წელი, პუბლიკაციის სათაური, პერიოდული გამოცემის სახელწოდება, ნომერი.
ბ) მონოგრაფიის შემთხვევაში: პუბლიკაციის ავტორის სახელი, გვარი,  წელი, პუბლიკაციის სათაური, გამომცემლობის სახელწოდება, ქალაქი.
ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 15-18 გვერდს.
მასალა ჟურნალში წარმოდგენილ უნდა იქნეს, როგორც ელექტრონულად, ისე ამობეჭდილი ფორმით.

ჟურნალში მასალის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 10 ივნისი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სარედაქციო საბჭო იტოვებს უფლებას არ მიიღოს სტატია, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს საექსპერტო მოთხოვნებს.

მისამართი:

01 28 თბილისი. ი. ჭავჭავაძის გამზ. #3, თსუ II კორპუსი. ოთახი #205. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 9.00– 18.00
ტელეფონი:  (+ 995 32) 2 221187 მობილური: 599257471/599514166
ელ.ფოსტა: demuri.jalagonia@tsu.ge, anastasia.zakariadze@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე