2019-11-14
კონკურსი კვლევითი სტაჟირების სტიპენდიის მოსაპოვებლად პასტერის ინსტიტუტში (საფრანგეთი)
ცხადდება კონკურსი კვლევითი სტაჟირების სტიპენდიის მოსაპოვებლად პასტერის ინსტიტუტში (საფრანგეთი).კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს და დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და
მეოთხე* სემესტრის ინგლისურენოვან/ფრანგულენოვან სტუდენტებს.
იხილეთ
(დანართი 1) პასტერის ინსტიტუტის ლაბორატორიების მიერ შემოთავაზებული კვლევითი მიმართულებები
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (პასტერის ინსტიტუტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (სემესტრის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე)
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) პასტერის ინსტიტუტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან. წერილის მოსაპოვებლად CV და საკვლევი გეგმის მოკლე მონახაზი გადაუგზავნეთ სასურველი ევროპული უნივერსიტეტის თქვენი მიმართულების რომელიმე პროფესორს)
დაინტერესებულმა სტუდენტებმა
ა/წ 2 დეკემბერს 12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ.ფოსტაზე:
outgoingmobility@tsu.ge
სტიპენდია მოიცავს:
ყოველთვიური სტიპენდია 550 ევროს ოდენობით.
ზუტს და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია განიხილავს გამარჯვებული აპლიკანტტებისთვის ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ღირებულებას ანაზღაურებას არაუმეტეს დარიცხული 2000 ლარისა
დამატებითი ინფორმაცია:
სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას;
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით:
outgoingmobility@tsu.ge;
« იხ. ყველა სიახლე