ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-06-01

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის* სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში

სადოქტორო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი/გერმანულენოვანი): პოლიტიკის მეცნიერება,  სოციოლოგია, ბიოლოგია, გარემოს დაცვა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია
http://www.uni-giessen.de/cms/welcome

კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი/ესპანურენოვანი): იურიდიული, სოციოლოგია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
https://www.udc.es/index.html?language=en

ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ქართველური ენათმეცნიერება, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, საქართველოს ისტორია, საჯარო პოლიტიკა, გენდერის კვლევა.
საკონტაქტო პირი: axel.gosseries@uclouvain.be
http://www.uclouvain.be/index.html

ვროცლავის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები
https://international.uni.wroc.pl/en

ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (თურქეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიზნესი, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება
http://www.metu.edu.tr/

რუსეს უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული
საკონტაქტო პროფესორი: ekolarov@uni-ruse.bg
https://www.uni-ruse.bg/en

ბოლონიის უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი/იტალიურენოვანი): სოციალური მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები, იურიდიული, ჰუმანიტარული მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.unibo.it/it

ტუშას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი/იტალიურენოვანი): ეკონომიკა, ეკოლოგია, ბიოლოგია, გეოგრაფია, მდგრადი განვითარება, გეოდეზია, კარტოგრაფია, ბიზნესის ადმინისტრირება, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, არქეოლოგია, ისტორია, იტალიური ენა და ლიტერატურა, იურიდიული
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www3.unitus.it/index.php?&lang=it

კადისის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი/ესპანურენოვანი): ჰუმანიტარული მეცნიერებები, ბიოლოგია, იურიდიული, ლინგვისტიკა, მათემატიკა
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.uca.es/ori/portal.do?TR=C&IDR=144

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტიპენდიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 7 ნოემბრის  16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე (სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (PhD) და სასურველი ევროპული უნივერსიტეტების ჩამონათვალი პრიორიტეტების მიხედვით): erasmusplus@tsu.ge

შენიშვნა:
*  სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას.
**  2016 წლის 12 ოქტომბრის ენის ტესტირებაზე დარეგისტრირების მსურველებმა დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ შემდეგი ბმული
Print

« იხ. ყველა სიახლე