შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შესყიდვისათვის კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა. ფონდის სამეცნიერო საბჭოს
2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით საგრანტო დაფინანსება მიიღო 20 პროექტმა. მათ შორის თსუ-მ გაიმარჯვა 6 პროექტში, ხოლო 1 პროექტის თანამონაწილეა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს დაუფინანსდა 5 პროექტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს - 2 პროექტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს - 1 პროექტი; საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს - 1 პროექტი.