2018-05-23
კონკურსი ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის სტიპენდიების მოსაპოვებლად
ცხადდება კონკურსი ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის სტიპენდიების მოსაპოვებლად, რომელიც გაიმართება ქ. ბრატისლავაში (სლოვაკეთი)
2018 წლის 5-25 აგვისტოს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის მეორე და მესამე კურსის და მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებს.
სტიპენდია მოიცავს:
საცხოვრებელ ბინას, კვებას, კურსების საფასურს.
გამარჯვებულმა სტუდენტმა თავად უნდა დაფაროს საერთშორისო მგზავრობის და საერთშორისო დაზღვევის ხარჯები.
კონკურსზე დაშვების წინაპირობა:
-ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოქმედი TOEFL, IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი; მინიმუმ B2 დონე)
ან
-თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების დადებითი შედეგი (2017 წლის 3 და 9 ოქტომბერი, 2018 წლის 12 მარტი)
სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი:
-CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
-ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე)
-ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ქართულ ენაზე)
-მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
-ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
-პასპორტის ასლი
დამატებითი ინფორმაცია ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის შესახებ იხილეთ ბმულზე.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 06 ივნისის 17:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტები (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი) შემდეგ ელ-ფოსტაზე: exchange@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე