ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
სტიპენდიების ჩამონათვალი:
იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
http://www.uni-giessen.de/cms/welcome
ცენტრალური ადმინისტრაცია/ფაკულტეტების ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 10 დღე
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წელი
აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტი (თურქეთი)
http://www.uim.aku.edu.tr/
ცენტრალური ადმინისტრაცია/ფაკულტეტების ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წელი
ტურკუს უნივერსიტეტი (ფინეთი)
http://www.utu.fi/en/Pages/home.aspx
ცენტრალური ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წელი
კორუნას უნივერსიტეტი
https://www.udc.es/index.html? language=en
ცენტრალური ადმინისტრაცია/ფაკულტეტების ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წელი
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სამუშაო გეგმა (თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის/დეპარტამენტის დეკანის/უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული):
დანართი 1
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან. წერილის მოსაპოვებლად CV და სამუშაო გეგმის მოკლე მონახაზი გადაუგზავნეთ სასურველი ევროპული უნივერსიტეტის თქვენი მიმართულების საკონტაქტო პირს)
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა
ა/წ 21 აპრილის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
erasmusplus@tsu.ge
სტიპენდიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:
თურქეთი, ფინეთი: 140 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
გერმანია: 120 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
erasmusplus@tsu.ge