2016-02-29
სტუდენტთა საყურადღებოდ!
შეგახსენებთ, რომ 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი დასასრულს მიუახლოვდა და იწყება მზადება გაზაფხულის სემესტრისთვის.
გაზაფხულის სემესტრში სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში (თსუ რექტორის 2015 წლის 3 ივნისის ბრძანება №79/01-01) უნდა გაიაროთ ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია.
ადმინისტრაციული რეგისტარაცია: 1-29 თებერვალი
• ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა დადგენილ ვადებში გადაიხადოთ სწავლის სემესტრული საფასური (გარდა, 100%-იანი სასწავლო გრანტის მქონე ან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისა).
• სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ბანკ ,,რესპუბლიკის”, ,,TBC ბანკის“ და ,,ლიბერთი ბანკის” ნებისმიერ ფილიალში ან გადახდის აპარატების (Paybox) მეშვეობით.
• ადმინისტრაციული რეგისტრაცია გავლილად ჩაგეთვლებათ, თუ არ გაქვთ წინა პერიოდის ფინანსური დავალიანება და რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში გადაიხდით მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასურის მინიმუმ ნახევარს (დარჩენილი თანხა უნდა დაიფაროს გაზაფხულის დასკვნითი გამოცდების დაწყებამდე).
• იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ წინა პერიოდის ფინანსური დავალიანების, მიმდინარე სემეტრის სრული სემესტრული გადასახადის ან მისი ნახევრის გადახდას, შესაძლებელია განხილულ იქნეს თანხის ეტაპობრივად გადახდის საკითხი. ამისთვის საჭიროა, 1 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით განცხადებით მიმართოთ თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (განცხადება უნდა ჩააბაროთ თსუ-ს კანცელარიაში, I კორპუსი, ოთახი N 114).
• ადმინისტრაციული რეგისტრაციის პროცესში წამორმოქმნილი პრობლემების შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ საფინანსო დეპარტამენტის სპეციალისტს (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი N 019) ან თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი N 111).
აკადემიური რეგისტრაცია:
• აკადემიური რეგისტრაციის გავლამდე სასურველია საგნების არჩევასთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ფაკულტეტზე (პროგრამის ხელმძღვანელთან/ტუტორებთან ან სტუდენტთა მომსახურების ცენტრში/სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში).
• გაითვალისწინეთ, რომ აკადემიური რეგისტრაცია სხვადასხვა ფაკულტეტზე სხვადასხვა დროს იწყება. ინფორმაცია ამის შესახებ გამოქვეყნდება თსუ-ს ვებგვერდზე.
• აკადემიური რეგისტრაციის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების შესახებ შეგიძლიათ ელექტრონულად შეატყობინოთ ფაკულტეტზე რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს sms.tsu.ge/lms.tsu.ge (წერილი დეკანატს), ან მიმართოთ სტუდენტთა მომსახურების ცენტრს, რომელიც ყველა ფაკულტეტზე ფუნქციონირებს.
შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში შეგიჩერდებათ სტუდენტის სტატუსი.
რეგისტრაციის დროს ხშირად დასმული შეკითხვები

• ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის (სწავლის საფასურის გადახდის) შემდეგ აკადემიური რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით (ბაკალავრიატის და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის sms.tsu.ge, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის - lms.tsu.ge) შეგიძლიათ გაიაროთ აკადემიური რეგისტრაცია - აირჩიოთ საგნები. ამისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ ინტერნეტის ქსელში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერით.ბაკალავრიატი - 24-29 თებერვალი
მაგისტრატურა/დოქტორანტურა - 25-29 თებერვალი
• აკადემიური რეგისტრაციის გავლამდე სასურველია საგნების არჩევასთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ფაკულტეტზე (პროგრამის ხელმძღვანელთან/ტუტორებთან ან სტუდენტთა მომსახურების ცენტრში/სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში).
• გაითვალისწინეთ, რომ აკადემიური რეგისტრაცია სხვადასხვა ფაკულტეტზე სხვადასხვა დროს იწყება. ინფორმაცია ამის შესახებ გამოქვეყნდება თსუ-ს ვებგვერდზე.
• აკადემიური რეგისტრაციის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების შესახებ შეგიძლიათ ელექტრონულად შეატყობინოთ ფაკულტეტზე რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს sms.tsu.ge/lms.tsu.ge (წერილი დეკანატს), ან მიმართოთ სტუდენტთა მომსახურების ცენტრს, რომელიც ყველა ფაკულტეტზე ფუნქციონირებს.
შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში შეგიჩერდებათ სტუდენტის სტატუსი.
რეგისტრაციის დროს ხშირად დასმული შეკითხვები
2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ვადები
2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური რეგისტრაცია
გისურვებთ წარმატებებს!
« იხ. ყველა სიახლე