26-28 სექტემბერს თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) თანამონაწილეობით, ატარებს მორიგ, საერთაშორისო სიმპოზიუმს - „სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა და XX საუკუნის მწერლობა“.
სიმპოზიუმი ეძღვნება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავს.
სიმპოზიუმი ტარდება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში.
სიმპოზიუმზე იმუშავებს შემდეგი სექციები:
•სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა საბჭოთა პერიოდის მწერლობაში;
•სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა მოდერნისტულ მწერლობაში;
•"ხალხების" თვითგამორკვევის უფლება და "მრავალეროვნული ლიტერატურის" საბჭოთა იდეა;
•პოლიტიკური თავისუფლება, როგორც თემა ემიგრანტების მემუარულ მწერლობაში;
•მწერლები პოლიტიკის შესახებ: ოფიციალური და არაოფიციალური პუბლიცისტიკა;
•ლიტერატურული „ანდერგრაუნდი“-ს დისკურსი და მისი პოლიტიკური მნიშვნელობა;
•რეჟიმი და მწერლის ბრძოლა ინტელექტუალური სუვერენიტეტისთვის;
•სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა პოსტმოდერნისტულ მწერლობაში;
•სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა პოსტსაბჭოთა პერიოდის მწერლობაში;
•ნაციონალური თვითგამორკვევის იდეა და მისი ასახვის მხატვრული ფორმები;
•პოლიტიკური ილუზიები და კულტურული რეალობა;
•მეცნიერება და პოლიტიკური დისკურსი.
სიმპოზიუმის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.
სიმპოზიუმში მონაწილეობს 130-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (სულ - 17 ქვეყანა) მათ შორის: აშშ, კანადა, იაპონია, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, ლიტვა, ლატვია, უკრაინა, ბელარუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, მაკედონია, არაბეთის გაერთიანებული საემირო, თურქეთი, ირანი. აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან.
სიმპოზიუმი საზეიმოდ გაიხსნება 2018 წლის
26 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, გუდიაშვილის ქ. #7).
სამეცნიერო კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ
ვებგვერდზე.