2020-01-10
კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლისაბონის უნივერსიტეტში (პორტუგალია)
ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
ლისაბონის უნივერსიტეტში (პორტუგალია)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს.
მიმართულებები: არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ისტორია
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი უნდა გადმოგზავნონ ა/წ
30 იანვარის 12:00 საათამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
outgoingmobility@tsu.ge!
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ფაკულტეტის დეკანის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე; ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან. წერილის მოსაპოვებლად CV და სამუშაო გეგმის მოკლე მონახაზი გადაუგზავნეთ ლისაბონის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელს შემდეგ ელ. ფოსტაზე: luisa.santos@letras.ulisboa.pt).
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; მინიმუმ 8-საათიანი სალექციო დატვირთვა; ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული)
დანართი 1
სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
5 სამუშაო დღე (2020 სასწავლო წლის აპრილი-მარტი)
დამატებითი ინფორმაცია:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. ბმულები
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
outgoingmobility@tsu.ge;
გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ.ფოსტის საშუალებით;
« იხ. ყველა სიახლე