2015-12-01

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად კორუნას უნივერსიტეტში (ესპანეთი)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად  კორუნას უნივერსიტეტში (ესპანეთი)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს.

შემოთავაზებული მიმართულებები:
ინგლისურენოვანი/ესპანურენოვანი:
იურიდიული, სოციოლოგია, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, ფსიქოლოგია

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
  • ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი, 15 ოქტომბერი/17 ნოემბერი)
  • დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა პირებმა 2016 წლის 12 იანვრის 16:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • მოტივაციის წერილი (ესპანურ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
  • საკვლევი გეგმის მონახაზი (ესპანურ/ინგლისურ ენაზე)
  • მაგისტრის დიპლომი
  • წინასწარი მიღების წერილი (მეილით მიღებული თანხმობაც საკმარისია)
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3-6 თვე

სტიპენდია მოიცავს: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!!!
Print

« იხ. ყველა სიახლე