2015-12-01
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად კორუნას უნივერსიტეტში (ესპანეთი)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად კორუნას უნივერსიტეტში (ესპანეთი)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს.
შემოთავაზებული მიმართულებები:
ინგლისურენოვანი/ესპანურენოვანი:
იურიდიული, სოციოლოგია, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, ფსიქოლოგია
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტიპენდია მოიცავს: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

- ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი, 15 ოქტომბერი/17 ნოემბერი)
- დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
- საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- პასპორტის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
- მოტივაციის წერილი (ესპანურ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
- საკვლევი გეგმის მონახაზი (ესპანურ/ინგლისურ ენაზე)
- მაგისტრის დიპლომი
- წინასწარი მიღების წერილი (მეილით მიღებული თანხმობაც საკმარისია)
სტიპენდია მოიცავს: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!!!
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!!!
« იხ. ყველა სიახლე