ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
კომენიუსის უნივერსიტეტში (ბრატისლავა, სლოვაკეთი)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს შემდეგი მიმართულებებიდან:
სტუდენტები:
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება
აკადემიური პერსონალი:
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, საინფორმაციო ტექნოლოგიები
ადმინისტრაციული პერსონალი:
უნივერსიტეტის ადმინისტრაციული დეპარტამენტები, ფაკულტეტების ადმინისტრაცია
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (2015 წლის 15 ოქტომბერი, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
ენის ტესტირების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მეორე ეტაპზე გადასულმა სტუდენტებმა ა/წ
27 ოქტომბრის 18 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
erasmusplus@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით)
დანართი1
პერსონალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (გაცემული პერსონალის მართვის დეპარტამენტის მიერ ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
მასპინძელ უნივერსიტეტში დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი (ინგლისურ ენაზე)
დანართი 2