ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-09-04

სემინარები და სტაჟირება ჟურნალისტებისთვის გერმანიაში

პროგრამა „Journalisten International“ 35 წლამდე ახალგაზრდა ჟურნალისტებს, რომლებიც ფლობენ გერმანულ ენას,  საშუალებას აძლევს გაეცნონ გემანიის პოლიტიკას, კულტურას, ეკონომიკას და მედიის მოწყობის სისტემებს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ჟურნალისტებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვიდან, თურქმენეთიდან, ტაჯიკეთიდან, რუსეთიდან, უზბეკეთიდან და უკრაინიდან.
პროგრამა მოიცავს თეორიულ სასემინარო კურსს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში (6 კვირა) და სტაჟირებას გერმანულ ბეჭდური და ინტერნეტ გამოცემების რედაქციებში (6 კვირა). ასევე, დაგეგმილია ექსკურსიები ქვეყნის მასშტაბით.
მონაწილეები მიიღებენ სტიპენდიას (780 ევრო თვეში) და აუნაზღაურდებათ მგზავრობის ხარჯები. პროგრამის მონაწილეებმა   საერთო საცხოვრებელში ცხოვრების ხარჯები ნაწილობრივ თავად უნდა აანაზღაურონ.  
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ პროგრამის ვებ გვერდზე:
http://jil.fu-berlin.de.
გთხოვთ, გერმანულ ენაზე შევსებული განაცხადი და საჭირო დოკუმენტაცია სამ ეგზემპლარად გადააგზავნოთ ფაქსით DAAD- ის მოსკოვის  წარმომადგენლობაში, მისამართზე:

119313 მოსკოვი, ლენინის გამზირი, სახლი № 95
ტელ.: +7 (499) 132 49 92 или +7 (499)132 23 11
ფაქსი : +7 (499) 132 4988
e-mail: timoshko@daad.ru
http://www.daad.ru
პროგრამა განხორციელდება 2013  წელს  (28.04.2013 – 26.07.2013). საბუთები მიიღება 2012 წლის 20 დეკემბრამდე.

Print

« იხ. ყველა სიახლე