2014-10-15
20 ოქტომბერს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს
ალბერტას უნივერსიტეტის (კანადა) სტუდენტური პროგრამების მენეჯერი, ბატონი დენ ფრედრიკი ეწვევა. იგი თსუ სტუდენტებსა და პროფესორებს მიაწვდის ინფორმაციას ალბერტას უნივერსიტეტში არსებული 200-მდე საბაკალავრო და 170-მდე სამაგისტრო, სადოქტორო და კვლევითი პროგრამის შესახებ.
ალბერტას უნივერსიტეტი მსოფლიოს რეიტინგული უნივერსიტეტების ასეულში შედის. 2015 წლიდან ის საქართველოს მთავრობასთან არსებული განათლების საერთაშორისო ცენტრის ერთ-ერთი პარტნიორი გახდება. შესაბამისად, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტებს, დაფინანსების მიღების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ სწავლა ალბერტას უნივერსიტეტში განაგრძონ.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის #1, თსუ I კორპუსი, აუდიგორია #115 (მელიქიშვილის სახელობის)
« იხ. ყველა სიახლე