ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-03-04

ალექსანდრე რონდელის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა

11 მარტიდან - 7 აპრილის ჩათვლით ალექსანდრე რონდელის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, თსუ-სა და ვარშავის უნივერსიტეტის (პოლონეთი) აღმოსავლეთ ევროპული კვლევების ცენტრს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ვარშავის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი და ისტორიკოსი დოქ. რიგელს ჰალილი სამუშაო ვიზიტით ეწვევა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს და ინგლისურ ენაზე წაიკითხავს ლექციათა კურსს. მას აკადემიურ მასპინძლობას გაუწევს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ნინო ჩიქოვანი.

დოქ. ჰალილის სალექციო კურსი მიეძღვნება თემას: „Memory of Communism in Post-communist Europe. Ideas, Social Practices and Everyday Life”.

მკვლევარის ბიოგრაფიული მონაცემები:

დაიბადა 1975 წელს  ქ. გიროკასტრაში, ალბანეთის რესბუბლიკა. 1993 წელს დაამთავრა „Asim Zeneli“- ის დაწყებითი და უმაღლესი სკოლა. გიროკასტრაში „Eqra Çabej“-ის უნივერსიტეტში ალბანური ფილოლოგიის ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლის პერიოდში მან მოიპოვა პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდია და 1995 წლიდან სწავლას აგრძელებს ვარშავაში.

სწავლობდა ანთროპოლოგიას და კულტუროლოგიას ვარშავის უნივერსიტეტის პოლონისტიკის ფაკულტეტზე და საერთაშორისო ურთიერთობებს ვარშავის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. მან დაასრულა სადოქტორო კვლევა პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში და 2009 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: "Orality and Literacy. Epic People among Albanians and Serbs." ის ატარებდა კვლევებს სერბეთში, ალბანეთსა და კოსოვოში.

2004-2005 წლებში იგი ლონდონის უნივერსიტეტის სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლის სტიპენდიანტი იყო.

2007-2010 წლებში „Nash Fellow in Albanian Studies“ ალბანური კვლევების პროგრამას ხელმძღვანელობდა.

2010 წლის ოქტომბრიდან იგი ტორუნის ნიკოლაუს კოპერნიკის უნივერსიტეტის სლავური ფილოლოგიის ინსტიტუტში მკვლევარად მუშაობდა.

2010 წლიდან არის ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპული კვლევების ცენტრის ასოცირებული ლექტორი და კითხულობს ლექციებს ბალკანეთის მეოცე საუკუნის ისტორიისა და ალბანურ ენის მიმართულებით.
Print

« იხ. ყველა სიახლე