2020-01-09

იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლების შეხვედრა სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს ტრენინგს - „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისათვის.“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის 20-23 იანვარს დაგეგმილია შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლები ისაუბრებენ როგორც სადოქტორო, ასევე სამაგისტრო პროგრამების შესახებ.

 20-23 იანვრის შეხვედრების განრიგი:
 

20 იანვარი: 

10:00-12:00   Università degli Studi di Modena e Reggio Emilia ( მოდენას უნივერსიტეტი)

12:00-13:00   შესვენება

13:00-15:00   Università degli Studi dell’Aquila ( აკუილას უნივერსიტეტი)

 

21 იანვარი:

10:00-12:00   Alma Mater Studiorum Univeristà di Bologna ( ბოლონიის უნივერსიტეტი)

12:00-13:00   შესვენება

13:00-15:00   Università degli Studi del Piemonte Orientale Amedeo Avogadro ( პიემონტეს უნივერსიტეტი)

 

22 იანვარი

10:00-12:00   Politecnico di Milano ( მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი)

12:00-13:00   შესვენება

13:00-15:00   Università degli Studi di Milano-Bicocca ( მილანი-ბიკოჩას უნივერსიტეტი)

 
23 იანვარი:

09:30-11:30   Università degli Studi di Siena ( სიენას უნივერსიტეტი)

11:30-12:30   შესვენება

12:30-14:30   Università degli Studi di Sassari ( სასარის უნივერსიტეტი)

14:30-15:30   შესვენება

15:30-17:30   Università degli Studi della Tuscia ( ტუშას უნივერსიტეტი)

 
სამუშაო ენა - ინგლისური. შეხვედრები ჩატარდება  განათლების საერთაშორისო ცენტრში (მისამართი: 0179, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II)

ტრენინგის ჩატარებამდე 3 სამუშაო დღით ადრე ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გთხოვთ გააგზავნოთ ინფორმაცია მონაწილე პირთა შესახებ (მონაწილეთა სახელი, გვარი და სტატუსი).

განათლების საერთაშორისო ცენტრიდან საკონტაქტო პირი არის: გვანცა ტუღუში - აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახურის პროგრამის კოორდინატორი

 საკონტაქტო ინფორმაცია: ელ. ფოსტა gtughushi@geo.gov.ge ტელ.: 555294246.

 



Print

« იხ. ყველა სიახლე