2020-01-09
იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლების შეხვედრა სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს ტრენინგს - „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისათვის.“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის 20-23 იანვარს დაგეგმილია შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლები ისაუბრებენ როგორც სადოქტორო, ასევე სამაგისტრო პროგრამების შესახებ.
20-23 იანვრის
შეხვედრების განრიგი:
20 იანვარი:
10:00-12:00 Università degli Studi di Modena e Reggio Emilia (
მოდენას უნივერსიტეტი)
12:00-13:00 შესვენება
13:00-15:00 Università degli Studi dell’Aquila (
აკუილას უნივერსიტეტი)
21 იანვარი:
10:00-12:00 Alma Mater Studiorum Univeristà di Bologna (
ბოლონიის უნივერსიტეტი)
12:00-13:00 შესვენება
13:00-15:00 Università degli Studi del Piemonte Orientale Amedeo Avogadro (
პიემონტეს უნივერსიტეტი)
22 იანვარი
10:00-12:00 Politecnico di Milano (
მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი)
12:00-13:00 შესვენება
13:00-15:00 Università degli Studi di Milano-Bicocca (
მილანი-ბიკოჩას უნივერსიტეტი)
23 იანვარი:
09:30-11:30 Università degli Studi di Siena (
სიენას უნივერსიტეტი)
11:30-12:30 შესვენება
12:30-14:30 Università degli Studi di Sassari (
სასარის უნივერსიტეტი)
14:30-15:30 შესვენება
15:30-17:30 Università degli Studi della Tuscia (
ტუშას უნივერსიტეტი)
სამუშაო ენა - ინგლისური. შეხვედრები ჩატარდება განათლების საერთაშორისო ცენტრში
(მისამართი: 0179, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II)
ტრენინგის ჩატარებამდე 3 სამუშაო დღით ადრე ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გთხოვთ გააგზავნოთ ინფორმაცია მონაწილე პირთა შესახებ (მონაწილეთა სახელი, გვარი და სტატუსი).
განათლების საერთაშორისო ცენტრიდან საკონტაქტო პირი არის: გვანცა ტუღუში - აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახურის პროგრამის კოორდინატორი
საკონტაქტო ინფორმაცია: ელ. ფოსტა
gtughushi@geo.gov.ge ტელ.: 555294246.
« იხ. ყველა სიახლე