2012-04-24
1. კონკურსი გამოცხადდეს 2012 წლის 20 აპრილიდან დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2012 წლის 20 აპრილიდან 2012 წლის 7 მაისამდე.
2. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 2012 წლის 22 მაისიდან 2012 წლის პირველ აგვისტომდე (ანაზღაურების გარეშე).
3. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არანაკლებ უმაღლესი განათლების მქონე პირებს, ასევე ბაკალავრიატის საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.
4. არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდეს შემდეგ განყოფილებებში:
ა) ლექსიკოლოგიის განყოფილება – 5 (ხუთი) სტაჟიორი;
ბ) სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილება – 5 (ხუთი) სტაჟიორი;
გ) კომპიუტერული დამუშავების განყოფილება – 5 (ხუთი) სტაჟიორი;
დ) მთის იბერიულ-კავკასიური ენების განყოფილება – 2 (ორი) სტაჟიორი;
ე) ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება – 3 (სამი) სტაჟიორი;
ვ) ქართველური ენების განყოფილება - 4 (ოთხი) სტაჟიორი;
ზ) ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილება – 1 (ერთი) სტაჟიორი.
5. კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) ცოდნა;
ბ) პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
გ) ურთიერთობების დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა და მოწესრიგებულობა;
დ) მაღალი პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, აქტიურობა, ენერგიულობა,
ე) დისციპლინირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
6. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა კომისიის სამდივნოში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) წერილობითი განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი 1);
ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საცხოვრებელი მისამართის ჩანაწერით);
გ) დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი, თუ კანდიდატს აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო უმაღლესი განათლების არმქონე კანდიდატმა - ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. (საჭირობის შემთხვევაში);
დ) რეკომენდაცია;
ე) ორი ფოტოსურათი (3X4);
ვ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ზ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შესახებ;
7. კონკურსში მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე (სტაჟიორთა კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭებათ უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს). იდენტიფიცირებული კანდიდატები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას.
8. სააპლიკაციო პაკეტების საფუძველზე შერჩეული კანდიდატების ზეპირი გასაუბრება შედგება მაისის თვეში და იდენტიფიცირებულ კანდიდატებს ეცნობებათ ელ-ფოსტით.
9. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სრულყოფილი სააპლიკაციო პაკეტი უნდა წარმოადგინოს კომისიის სამდივნოში, არაუგვიანეს, 2012 წლის 20 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით (მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, უნივერსიტეტის პირველი კორპ. ოთახი №117, პერსონალის მართვის დეპარტამენტი) ან /დასკანერებული ვერსია/ გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
nino.maruashvili@tsu.ge, eka.gambashidze@tsu.ge .
« იხ. ყველა სიახლე