2015-04-20

“პორტუგალიური პოეზიის თარგმანი ქართულ ენაზე”

17 აპრილს, 13:00 საათზე თსუ პორტუგალიური ენის ცენტრში (II კორპუსი, ოთახი 203), გაიმართება პოეზიის თარგმნის ვორქშოფი, რომლის თემაა - პორტუგალიური პოეზიის თარგმანი ქართულ ენაზე. ვორქშოფი განკუთვნილია პორტუგალიური ენის სტუდენტებისთვის (ასევე მათთვის, ვისი ენის ცოდნის დონე შეესაბამება A 2-ს).
ვორქშოფის მსვლელობისას შესრულდება ნუნო ჟუდისეს, გაშტაო კრუჟის და ანტონიო რამოს როზას პოეზიის თარგმანები ქართულ ენაზე.

ვორქშოფს გაუძღვება გურანდა ფაჩულია.
გურანდა ფაჩულია 2012 წლიდან მუშაობს ბრაზილიის საელჩოში (თბილისი), ასევე ასწავლის პორტუგალიურ ენას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2004-2011 წლებში ასწავლიდა იტალიურ ენას თსუ-ში. 2005-2006 წლებში იყო კამოეშის ინსტიტუტის სტიპენდიანტი.

ვორქშოფზე შესრულებულ თარგმანებს წაიკითხავენ კონფერენციაზე - „ღარბ ალ-ანდალუსისა და ალგარვეს თანამედროვე პოეზია: სარკეების თამაში პორტუგალიურ ლიტერატურაში“, ჟუაო ვენტურა (იბერო-ატლანტიკური კულტურის ინსტიტუტის პრეზიდენტი, პორტიმაო, პორტუგალია), რომელიც გაიმართება 7 მაისს, 17:00 საათზე, თსუ-ს სააქტო დარბაზში, პორტუგალიური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში.

***
ღონისძიება არის კონფერენციათა და ვორქშოფთა ნაწილი, სახელწოდებით - „პორტუგალიური და ბრაზილიური კულტურა დამწყებთათვის“, რომელიც იმართება მიმდინარე აკადემიურ წელს, თსუ-ს პორტუგალიური ენის ცენტრში და ღიაა მათთვის, ვისაც სურს მეტი შეიტყოს პორტუგალიური და ბრაზილიური ტრადიციების, მუსიკის, ლიტერატურის, საზოგადოებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

მომავალში დაგეგმილი კონფერენციებისა და ვორქშოფების შესახებ განახლებული ინფორმაციისათვის, გთხოვთ რეგულარულად ეწვიოთ თსუ პორტუგალიური ენის facebook-ის გვერდს facebook.com/portugueseattsu

დასწრება თავისუფალია, ადგილები შეზღუდული. თუ გსურთ დაჯავშნოთ ადგილი, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ვერა პეიშოტოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vera.peixoto@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე