2015-05-11
ამერიკისმცოდნეობის მეთექვსმეტე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია
2015 წლის 14-16 მაისს ატარებს
ამერიკისმცოდნეობის მეთექვსმეტე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას. კონფერენცია ამერიკის სამოქალაქო ომის დასრულების 150-ე წლისთავს ეძღვნება.
კონფერენციის გახსნას დაესწრება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი, საქართველოში ბრაზილიის რესპუბლიკის ელჩი კარლოს ალბერტო ლოპეზ ასფორა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ამერიკელი დიპლომატები, პროფესორები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.
კონფერენციაზე 130 მონაწილე წაიკითხავს მოხსენებებს როგორც კონფერენციის მთავარი თემის, ასევე ამერიკის ისტორიის, პოლიტიკის, განათლების, რელიგიის, ლიტერატურის, ხელოვნების, ფილოსოფიის, მედიის, სამართლის, ეკონომიკის, სოციალურ და ქალთა საკითხების შესახებ.
კონფერენციის მიზანია ამერიკის ისტორიის, სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის, კულტურის, ფილოსოფიის, ღირებულებების შესწავლა და ცოდნის გავრცელება, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის შესწავლა, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ამერიკის პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორების, სტუდენტების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება და ქართველ ამერიკისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ, უპირველესად, ამერიკელ კოლეგებთან.
კონფერენციის გახსნა: 2015 წლის 14 მაისს, 11:00 საათზე.
მისამართი : ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, 206-ე აუდიტორია

« იხ. ყველა სიახლე