2015-07-13
საერთაშორისო სისხლის მართლმსაჯულების დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია
17 ივლისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება რიგით მე-5 სტუდენტური კონფერენცია თემაზე
„საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე გამოწვევები“.
კონფერენცია ეძღვნება საერთაშორისო მართლმსაჯულების მსოფლიო დღეს, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც საერთაშორისო სისხლის მართლმსაჯულების დღე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი ხელშეკრულება ხელმოსაწერად 1998 წლის 17 ივლისს რომში გაიხსნა. დღეს მასში მონაწილე სახელმწიფოთა რიცხვმა 120 გადააჭარბა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი ამ თარიღს ყოველწლიურად აღნიშნავს.
2015 წლის კონფერენციაზე წარსადგენად სტუდენტების მიერ დამუშავებული ნაშრომები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:
კონფერენციას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი მასპინძლობს.
კონფერენციაზე დასწრებისა და გამომსვლელთა მიერ წარმოდგენილი თემების გარშემო დისკუსიაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრირებისთვის დაგვიკავშირდით: ketevan.khutsishvili-law@tsu.ge
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ I კორპუსი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია (107-ე აუდიტორია)

- აგრესიის დანაშაული და მასზე რეაგირების შესაძლო მექანიზმების ეფექტიანობა;
- სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების/მშვიდობისმყოფელების პასუხისმგებლობა საერთაშორისო დანაშაულისთვის;
- არასრულწლოვანი საერთაშორისო სისხლის სამართლის ჭრილში;
- გამოწვევები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობაში.
კონფერენციას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი მასპინძლობს.
კონფერენციაზე დასწრებისა და გამომსვლელთა მიერ წარმოდგენილი თემების გარშემო დისკუსიაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრირებისთვის დაგვიკავშირდით: ketevan.khutsishvili-law@tsu.ge
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ I კორპუსი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია (107-ე აუდიტორია)
« იხ. ყველა სიახლე