4-7 დეკემბერს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო თბილისში ირანული კულტურის, ხელოვნებისა და კინოს პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ირანული ფილმების ფესტივალს გამართავს, რომლის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ოთხი ირანული ფილმი.
ირანული ფილმები ნაჩვენები იქნება ქართული სუბტიტრებით.
ფილმების ჩვენება გაიმართება ყოველდღე
2017 წლის
4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით 19.00.-დან 21.00. საათამდე.
მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ. 1 , თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი