სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიღება ხდება ელექტრონულად შემდეგი ვებ- გვერდის საშუალებით:
https://emecw.gis.lu.se/apply/?lot=EMBER
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- მაგისტრის დიპლომი
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
- ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინიმუმ B2 დონე)
- შევსებული და ხელმოწერებით დამოწმებული საკვლევი გეგმა - დანართი 1
- წინასწარი თანხმობა მიღებაზე (pre-acceptance) მასპინძელი უნივერსიტეტიდან
- ინფორმაცია საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტი ვადით სწავლის/კვლევის შესახებ - დანართი 2
- განცხადება განმეორებით ერაზმუსის სტიპენდიის მიღებაზე - დანართი 3
- სოციალურ-ეკონომიკური ან/ და ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში)
- პასპორტის ასლი
პროექტში მონაწილე ევროპული უნივერსიტეტები:
- სევილიის უნივერსიტეტი, ესპანეთი, პროექტის კოორდინატორი
- ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი
- ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიტვა
- ლინჩოპინგის უნივერსიტეტი, შვედეთი
- მალმოს უნივერსიტეტი, შვედეთი
- კა’ფოსკარის უნივერსიტეტი, იტალია
- სალერნოს უნივერსიტეტი, იტალია
- ლოძის უნივერსიტეტი, პოლონეთი
- იენის უნივერსიტეტი, გერმანია
პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამები: https://emecw.gis.lu.se/priorityHelper.aspx?&lot=EMBER
მობილობის პერიოდი: 2016/2017 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი (სწავლის დაწყება უნდა მოხდეს არაუგვიანეს ა/წ 31 დეკემბრისა)
მობილობის ხანგრძლოვობა: 6 თვე
სტიპენდია მოიცავს: 1500 ევროს ყოველთვიურად, საერთაშორისო მგზავრობისა და დაზღვევის დაფინანსებას.
სრული სააპლიკაციო დოკუმენტაციის ზემოაღნიშნულ მეილზე გაგზავნის ბოლო ვადაა: 2016 წლის 31 ოქტომბერი
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს
შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: erasmus@tsu.ge