2014-02-28
იურიდიულმა ფაკულტეტმა სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საგნები გახსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა გახსნა თავისი საგნები სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. სტუდენტებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ თავიანთი ბაზიდან შემდეგ დისციპლინებზე:
- კონსტიტუციური (სახელმწიფო მოწყობის) სამართალი;
- შესავალი სამართალმცოდნეობაში;
- საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის ისტორია;
- საერთაშორისო საჯარო სამართალი;
- შესავალი სამოქალაქო სამართალში.
« იხ. ყველა სიახლე