2014-11-19
მეცნიერების დღეები ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში
20, 21, 22 ნოემბერს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა მეცნიერების დღესთან დაკავშირებით 11 სხვადასხვა ღონისძიებას გამართავს. ესენია: XXI საუკუნის ბიბლიოთეკა; საუბრები ქართველ გამომგონებლებთან; საჯარო ლექცია „ვახტანგ VI, მეფე და მეცნიერი“; საკვირაო ცენტრ „ფრინტას“ პრეზენტაცია; სამეცნიერო კონფერენციები: „ქართული გერმანისტიკა გუშინ, დღეს, ხვალ“; „საქართველოს ბიომრავალფეროვნების პრობლემები“; გამოფენა „XXI საუკუნის ქართული მეცნიერება“; წიგნების პრეზენტაცია: „ანდრია აფაქიძის ბიობიბლიოგრაფია“; შალვა ამირანაშვილის ბიობიბლიოგრაფია“; საფრენი აპარატების ტექნიკური მოდელირება; მიხაკო წერეთლის ხელნაწერთა ელექტრონული არქივის პრეზენტაცია.
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
მეცნიერების საერთაშორისო დღე ნოემბერში აღინიშნება. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ამ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს, წელს ის განსკუთრებით მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ბიბლიოთეკა წარმოადგენს თავისი განყოფილების უახლეს მიღწევებს. დემონსტრირებული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების როლის ზრდა მის საქმიანობაში. საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად გაკეთდება აკადემიკოსების XXI საუკუნეში გამოქვეყნებული ნაშრომების გამოფენა. რამდენიმე თვის წინ ბიბლიოთეკის საცავებში აღმოჩნდა მიხაკო წერეთლის ხელნაწერები (ნაწილი გამოუქვეყნებელი). ზოგი ამ ხელნაწერთაგან ბიბლიოთეკამ გადაიტანა ელექტრონულ ფორმაში და წარმოადგენს მას. კლუბი „Air Models” შემოგვთავაზებს შემოქმედთა ჯგუფის მიერ დამზადებულ მოქმედ საფრენ აპარატების გამოფენას, გაკეთდება ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიის განყოფილების მიერ მომზადებული გამოჩენილი მეცნიერების ბიობიბლიოგრაფიების წარდგენა. საჯარო ლექციაზე სულ სხვა კუთხით დაგვანახებენ ქართველ მეფეს ვახტანგ VI–ს. სამეცნიერო კონფერენცია „ქართული გერმანისტიკა გუშინ დღეს, ხვალ ეძღვნება ქართველი გერმანისტისა და კრიტიკოსის რევაზ ყარალაშვილის ხსოვნას. მეცნიერის დღეს ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაცია უკვე მესამედ უძღვნის კონფერენციას საქართველოს ბიომრავალფეროვნებასა და მის პრობლემებზე, ქართველი გამომგონებლები ისაუბრებენ საკუთარი გამოგონებების თაობაზე, ზოგი მათგანი წარმოადგენს გამოგონების მოდელს. ბიბლიოთეკა წარმოგვიდგენს თავის ბაზაზე ამოქმედებულ საკვირაო მოხალისეობრივი ცენტრ „ფრინტას“, ის სხვადასხვა შესაძლებლობების ბავშვებს აძლევს საშუალებას დახვეწონ და გაიუმჯობესონ უნარები.
ღონისძიებაზე მოწვეული არიან თბილისის მერიის, განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების, უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები, მეცნიერები, სტუდენტები, საზოგადო მოღვაწეები.
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ყველაზე მდიდარი ბიბლიოთეკაა საქართველოში, რომელიც ფლობს 4 მილიონამდე წიგნად ფონდს, უახლეს და რარიტეტულ ეგზემპლიარებს, აგრეთვე, 20 000 ელექტრონულ ჟურნალს, 100000 უცხოურ ელექტრონულ წიგნს, 22 მილიონ პატენტს, 400 საზღვარგარეთ დაცული ქართული ხელნაწერის მიკროფირს. ბიბლიოთეკა ემსახურება საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას, განათლებისა და წიგნიერების დონის ამაღლებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.
20 ნოემბერი 2014წ
XXI საუკუნის ბიბლიოთეკა 11:00
შალვა ამირანაშვილის ბიობიბლიოგრაფიის პრეზენტაცია 11:30
ანდრია აფაქიძის ბიობიბლიოგრაფიის პრეზენტაცია 12:00
საფრენი აპარატების ტექნიკური მოდელირება 12:00
მიხაკო წერეთლის ელექტრონული არქივის პრეზენტაცია 13:00
ვახტანგ VI, მეფე და მეცნიერი 15:00
საკვირაო ცენტრ „ფრინტას“ პრეზენტაცია 16:00
21 ნოემბერი 2014წ
XXI საუკუნის ბიბლიოთეკა
საფრენი აპარატების ტექნიკური მოდელირება
XXI საუკუნის ქართული მეცნიერება – გამოფენა 11:00
სამეცნიერო კონფერენცია ქართული გერმანისტიკა გუშინ, დღეს, ხვალ 12:00
საუბრები ქართველ გამომგონებლებთან 16:00
22 ნოემბერი 2014წ
სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს ბიომრავალფეროვნების პრობლემები 13:00

მეცნიერების დღეები
პ რ ო გ რ ა მ ა

« იხ. ყველა სიახლე