2015-12-07

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ჯიქთა (ზიხების) ეთნიკური კუთვნილების პრობლემა და ჯიქეთი საქართველოს ისტორიაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში , 12 დეკემბერს, 10:00 საათზე, სსიპ ჩერქეზული (ადირეური) კულტურის ცენტრის ორგანიზებით  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია   - ჯიქთა (ზიხების) ეთნიკური კუთვნილების პრობლემა და ჯიქეთი საქართველოს ისტორიაში გაიმართება .

კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის პროფ ესორ გიორგი როგავას (1905-1990) 110 წლის იუბილეს , რომელიც 1958-1990 წწ . თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობდა . კონფერენციას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა გახსნის .

დეტალური ინფორმაციისთვის იხ. პროგრამა

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1,  თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე