2015-09-09

HERMES დოქტორანტი 2

  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი ერასმუს მუნდუსის HERMES პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტურის პირველი , მეორე , მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროპის 7 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო/ კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად

სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიღება ხდება ელექტრონულად შემდეგი ვებ - გვერდის საშუალებით :

http://www.erasmusmundus-hermes.uoa.gr/


 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი


Ø CV- ევროპული ფორმატი ( ინგლისურ ენაზე , არაუმეტეს ორი გვერდისა )

Ø ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ( ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული )

Ø ნიშნების ამონაწერი ( ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული )

Ø მაგისტრის დიპლომი

Ø მოტივაციის წერილი ( ინგლისურ ენაზე , არაუმეტეს ერთი გვერდისა )

Ø სარეკომენდაციო წერილი ( ინგლისურ ენაზე , ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული )

Ø შევსებული და ხელმოწერებით დამოწმებული საკვლევი გეგმა - დანართი 1

Ø წინასწარი თანხმობა მიღებაზე (pre-acceptance) მასპინძელი უნივერსიტეტიდან

Ø ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ( მინიმუმ B2 დონე )

Ø ინფორმაცია საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტი ვადით   სწავლის / კვლევის შესახებ - დანართი 2

Ø განცხადება განმეორებით ერასმუსის სტიპენდიის მიღებაზე - დანართი 3

Ø პასპორტის ასლი

 


პროექტში მონაწილე ევროპული უნივერსიტეტები :


1.   ათენის უნივერსიტეტი , საბერძნეთი

2.   ტალინის უნივერსიტეტი , ესტონეთი

3.   ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი , გერმანია

4.   ვენეციის კა ფოსკარის უნივერსიტეტი , იტალია

5.   სალერნოს უნივერსიტეტი , იტალია

6.   სოფიას უნივერსიტეტი , ბულგარეთი

7.   ლინჩოპინგის უნივერსიტეტი , შვედეთი



პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამები : http://www.erasmusmundus-hermes.uoa.gr/academic-offerings-eu.html

მობილობის პერიოდი : 2016/2017 აკადემიური წელი

მობილობის ხანგრძლოვობა : 6 თვე

სტიპენდია მოიცავს : 1500 ევროს ყოველთვიურად , საერთაშორისო მგზავრობისა და დაზღვევის დაფინანსებას .

 


სრული სააპლიკაციო დოკუმენტაციის პროექტის ვებ - გვერდზე ატვირთვის ბოლო ვადა :

201 5 წლის 1 8 დეკემბერი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს

შემდეგ ელ - ფოსტის მისამართზე :

erasmus@tsu.ge

 

Print

« იხ. ყველა სიახლე