2016-11-28

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის

1 დეკემბერს, 17:00 საათზე, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება" და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის მართავს საინფორმაციო შეხვედრას. ღონისძიებაზე წარდგენილი იქნება ის პროფესიული პროექტები და აქტივობები, რომელსაც ევროკავშირი გეგმავს ევროპის ქართველ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ჩართულობით. მონაწილეობისთვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა: http://wugs.org/registration

ღონისძიებას გაუძღვებიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების" თავმჯდომარე ნინო შარაშიძე. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კურსდამთავრებულთა ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.

მისამართი: სასტუმრო კოსტე, მერაბ კოსტავას ქ.#45
Print

« იხ. ყველა სიახლე