27 აპრილს, 15 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა კამპუს ფრანსის, სტუდენტთა მობილობის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელი
ალიქს დე გასარი. საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად, იგი შეხვდება თსუ-ის სტუდენტებს და გააცნობს საფრანგეთში სწავლის შესაძლებლობებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ
ბმული.
მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია.