2020-04-13

ცხადდება კონკურსი თსუ-ის მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი თსუ-ის მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად.

სტიპენდიების ჩამონათვალი ქვეყნების, უნივერსიტეტებისა და სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

ავსტრია

ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ავსტრია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი/გერმანულენოვანი): სოციოლოგია, ტურიზმი, რეგიონული გეოგრაფია, ლანდშაფტის დაგეგმარება და საზოგადოებრივი გეოგრაფია
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://boku.ac.at/en/

ბულგარეთი
სოფიას უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): გეოგრაფია და გეოლოგია
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://erasmus.uni-sofia.bg/site/income/

გერმანია
გისენის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ეკონომიკა, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიოლოგია, გამოყენებითი ბიო-მეცნიერებები, გარემოს მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა, ეკონომიკა
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
http://www.uni-giessen.de/study/courses/ba

დიუსელდორფის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა და ლიტერატურა
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.uni-duesseldorf.de/home/en/home.html

ზაარლანდის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა, იურიდიული, ბიზნესი, ეკონომიკა, ბიოლოგია
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.uni-saarland.de/nc/startseite.html

ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ანგლისტიკა, ამერიკისმცოდნეობა, მათემატიკა
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა და ლიტერატურა, კავკასიური და სლავური ენები, არქეოლოგია, განათების მეცნიერება, ისტორია, სოციოლოგია, ფილოსოფია, გეოგრაფია, მათემატიკა, პოლიტიკური მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.uni-jena.de/en/Studies/Study+programme.html

ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): იურიდიული, გერმანული ენა, ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.europa-uni.de/en/index.html

ესპანეთი
კადისის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ესპანურენოვანი): ესპანური ფილოლოგია
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.uca.es/

თურქეთი
ესქიშეჰირ ოსმანგაზის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): განათლების მეცნიერება
სასწავლო მიმართულებები (თურქულენოვანი): თურქული ენა და ლიტერატურა
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://iro.ogu.edu.tr/en

იტალია
მესინას უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (იტალიურენოვანი): არქეოლოგია, ანთროპოლოგია, იტალიური ენა და ლიტერატურა, ჰუმანიტარული
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://international.unime.it/

პოლონეთი
ვშეჰნიცას პოლონური უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ფრანგული ფილოლოგია, ესპანური ფილოლოგია, იტალიური ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, გერმანული ფილოლოგია
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
 https://wszechnicapolska.edu.pl/english

იაგელონიის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://en.uj.edu.pl/en_GB/start

პოზნანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): კომპიუტერული მეცნიერება, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.put.poznan.pl/en/node/1148

რუმინეთი
ბუქარესტის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): ფილოსოფია, სოციოლოგია და კულტურული კვლევები
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://unibuc.ro/

საფრანგეთი
უნივერსიტეტი პარიზი 8
სასწავლო მიმართულებები (ფრანგულენოვანი): ფრანგული ფილოლოგია
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.univ-paris8.fr/

უნივერსიტეტი რენი 1
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სტუდენტების ჩათვლით), იურიდიული
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://international.univ-rennes1.fr/en/programmes-taught-english#section-3

უნივერსიტეტი ლიონი 2
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები
სასწავლო მიმართულებები (ფრანგულენოვანი): ტურიზმი, ეკონომიკა, ისტორია, არქეოლოგია, იურიდიული, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.univ-lyon2.fr/www0-home-157320.kjsp?RF=WWW_EN
საგნების ჩამონათვალი (დანართი)


ჩეხეთი
მასარიკის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული, განათლების მეცნიერება, ბიზნესი და ეკონომიკა (მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ეკონომიკისა და საერთაშორისო სკოლის სტუდენტებსაც), სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://czs.muni.cz/en/student-from-abroad/international-student-guide/course-catalogue

პალაცკის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): საზოგადოებრივი გეოგრაფია, გეოგრაფია
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.upol.cz/en/

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:
ა) ინგლისური, გერმანული, ფრანგული, თურქული, იტალიური ან ესპანური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტთაგან ერთ-ერთი:
ინგლისური უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი;
გერმანული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TestDaF, DSH, DSD, Goethe Certificate
ფრანგული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული  DELF, DALF
იტალიური უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული  CILS, PLIDA
ესპანური უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული  DELE, eLADE
ან
ბ) თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების (2018 წლის 9 ოქტომბერი, 2019 წლის 13 მარტი, 2019 წლის 1-2 ოქტომბერი) დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა)
ან
გ) უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო იმ უნივერსიტეტში/პროგრამაზე მოქმედი სწავლების ენა, რაზეც განაცხადს აკეთებთ)
ან
დ) თსუ-ს მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდაზე უცხო ენის B2 დონის ტესტირებაში მიღებული მინიმუმ 71 ქულა (იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრატურაში მისაღებად ჩაბარებული უცხო ენა ემთხვევა იმ პროგრამის სასწავლო ენას, რაზეც განაცხადს აკეთებთ)
ან
ე) თსუ ინგლისურენოვან მაგისტრატურაზე სწავლების დამადასტურებელი ცნობა

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
1.პასპორტის ასლი (პასპორტის არ არსებობის შემთხვევაში, ატვირთეთ პირადობის მოწმობა);
2.CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;
3.ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;
4.სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
5.უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან უცხოეთში  საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
6.შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
7.ბაკალავრის დიპლომის დასკანერებული ასლი;
8.ბაკალავრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე
9.შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1;
10.რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარდგენა ხდება ელექტრონულად, სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ რეკომენდატორის ელ-ფოსტის მისამართის ველში მითითებულ მისამართზე);
11.მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. მოტივაციის წერილი უნდა დაიწეროს იმ პროგრამაზე მოქმედ სწავლების ენაზე, რაზეც განაცხადს აკეთებთ
12.სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი ინგლისურ ენაზე ლათინური ანბანის მიხედვით (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე);

დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში mobility.tsu.ge და ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 7 მაისის 16 საათამდე! ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება!

სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
გასაუბრებების განრიგი განთავსდება თსუ-ის მთავარი გვერდის სიახლეების განყოფილებაში;
აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ-ის ვებ-გვერდზე! ამასთანავე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, გამონაკლის შემთხვევებში, 2020 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა შეიძლება გადადებულ იქნას 2021 წლის გაზაფხულის სემესტრამდე!
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge;





Print

« იხ. ყველა სიახლე