ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-11-30

დამატებით კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს დამატებით კონკურსს თსუ მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

სამაგისტრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

ადმინისტრაციულ მეცნიერებათა გერმანული უნივერსიტეტი (შპაიერი, გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი/ინგლისურენოვანი): საჯარო მმართველობა
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.uni-speyer.de/en/studies.php
ინსუბრიას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიზნესი
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www4.uninsubria.it/notte16.html
იოანინას უნივერსიტეტი (საბერძნეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): განათლების მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
მობილობის ხანგრძლივობა: 3 თვე
http://www.uoi.gr/en/
პავიას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესი, ეკონომიკა, მოლეკულური ბიოლოგია
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
http://www.unipv.eu/site/en/home/study/course-catalogue/articolo11717.html
რშეჟოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (პოლონეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ქიმია, მენეჯმენტი, ელექტრული ინჟინერია, მათემატიკა
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
http://fao.portal.prz.edu.pl/en/erasmus-programme/courses-in-english/
დობროვა გორნიჩას უნივერსიტეტი (პოლონეთი)
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა და ბიზნესი
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.wsb.edu.pl/index.php?idg=en
საგნების სია: იხილეთ ფაილი

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (2016 წლის 12 ოქტომბერი - თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი (ინგლისურ ენაზე)
ბაკალავრის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე)
პასპორტის ასლი

სტიპენდიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:

იტალია: 850 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
გერმანია,  საბერძნეთი: 800 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
პოლონეთი: 750 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 6 დეკემბრის 12 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე erasmusplus@tsu.ge
(სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (MA) და სასურველი ევროპული უნივერსიტეტების ჩამონათვალი პრიორიტეტების მიხედვით):

შენიშვნა:

დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე