ბეჭდვა |/ დახურვა |
ცხადდება კონკურსი თურქეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად 2020-2021 სასწავლო წლისთვის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
• სააპლიკაციო ფორმა (იხ. შესაბამისი უნივერსიტეტის გრაფაში);
• უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ინგლისური/თურქული ენის (B2) (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი- ინგლისური: მოქმედი TOEFL, IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი ან თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების შედეგი/ცნობა; სტუდენტებმა, რომლებმაც 2019 წლის 1,2 ოქტომბერს გაიარეს B2 დონის ტესტირება და გადალახეს მინიმალური ზღვარი (71 ქულა) შეუძლიათ წარმოადგინონ აღნიშნული ცნობა);
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, სემესტრის მითითებით);
• ნიშნების ფურცელი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
• CV (ევროპულ ფორმატში);
• პასპორტის ასლი.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი აკადემიური პერსონალისთვის:
• სააპლიკაციო ფორმა (იხ.შესაბამისი უნივერსიტეტის გრაფაში)
• CV (ევროპულ ფორმატში)
უნივერსიტეტების ჩამონათვალი:
1. სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა;
2. აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო ფორმა.
• ბილეჯიკის შეიხ ედიბალის უნივერსიტეტი
1. სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა;
2. აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო ფორმა;
3. მობილობის ხელშეკრულება აკადემიური პერსონალისთვის.
1. სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა 1; ფორმა 2;
2. აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო ფორმა;
3. მობილობის ხელშეკრულება აკადემიური პერსონალისთვის.
• ჩუქუროვას უნივერსიტეტი
1. სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა;
2. აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო ფორმა.
1. სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა;
2. აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო ფორმა.
დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 13 მარტის 18:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე: mevlana@tsu.ge
- ელექტრონული შეტყობინების სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი (ქართული და ლათინური შრიფტით, როგორც გაქვთ პასპორტში) და სწავლის საფეხური (BA, MA, PhD)
- ელექტრონული შეტყობინების ტექსტში ჩაწერეთ მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით:
1.
ფაკულტეტი;
2.
სემესტრი;
3.
აკადემიური შეფასების საშუალო ქულა (GPA);
4.
საკონტაქტო ელ.ფოსტა;
5.
საკონტაქტო მობილურის ნომერი.
შენიშვნა:
- სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას.
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: mevlana@tsu.ge
-დაწვერილებითი ინფორმაცია მევლანას გაცვლითი პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.