2013-02-16

რეგიონული სამეცნიერო კონფერენცია "ეთნიკური და რელიგიურ-კონფესიური ურთიერთობები საქართველოში: ისტორია და თანამედროვეობა"

 2013 წლის მაის-ივნისში  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მოთავეობით, აწყობს რეგიონალურ / რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: "ეთნიკური და რელიგიურ-კონფესიური ურთიერთობები საქართველოში: ისტორია და თანამედროვეობა".
    ეთნოლოგიის ერთ-ერთი კარდინალური საკითხი ეთნიკური და რელიგიურ-კონფესიური ურთიერთობების შესწავლაა. საქართველო ისტორიულად  მონოეთნიკური არასოდეს ყოფილა. ასეთივე იყო ის რელიგიურ-კონფესიური თვალსაზრისით. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ქვეყანაში არასასურველი ეთნიკური დაპირისპირები მოხდა. შედეგად საქართველომ ძირძველი ტერიტორიები დაკარგა. იქნებ ასეთ შედეგებამდე ქვეყანა არც მისულიყო, თავის დროზე რეალური ეთნიკური ურთიერთობები მეცნიერებს რომ ეკვლიათ. ამ თვალსაზრისით არც დღესაა მთლად სასურველი ვითარება. არის შემთხვევები რელიგიურ-კონფესიური დაპირისპირებისაც. კონფერენციის ძირითადი მიზანია პასუხი გაეცეს დღევანდელ გამოწვევებს, ხელი შეუწყოს თანამედროვე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების შექმნას, ისეთივე შემწყნარებლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას როგორიც ისტორიულ საქართველოში არსებობდა. საჭიროა სამეცნიერო მსჯელობის გამართვა ისტორიულ და თანამედროვე საქართველოში ეთნიკური და რელიგიურ-კონფესიური ურთიერთობების შესახებ.
    კონფერენცია ერთდღიანი იქნება (მაქსიმუმ 14-15 მოხსენება). კონფერენციაზე წასაკითხ მოხსენებებს საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს წინასწარ წარმოდგენილი ერთგვერდიანი თეზისების საფუძველზე. თეზისების წარმოდგენა უნდა მოხდეს ა. წ. 30 მარტამდე.
 კონფერენციაზე დაშვების შემთხვევაში მომხსენებელი მიიღებს წერილობით შეტყობინებას ელექტრონული მისამართით. კონფერენციაზე დაშვებული მოხსენების სრული ტექსტი 5 გვერდის მოცულობით საორგანიზაციო კომიტეტს უნდა გადაეგზავნოს 25 აპრილამდე. განზრახულია მოხსენების ტექსტების დაბეჭვდა კრებულის სახით. ამიტომ მოხსენების ტექსტი უნდა აკმაყოფილებდეს სამეცნიერო სტატიისათვის წაყენებულ ყველა თანამედროვე მოთხოვნილებას.
 ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს შრიფტით _ AcadNusx, ფონტი 12. დამოწმებული ლიტერატურა _ სტატიის ბოლოს ანბანური რიგით. ტექსტში მიეთითება ავტორის გვარი, გამოცემის წელი და გვერდი ჩვეულებრივ ფრჩხილებში (მაგალითი: მაკალათია 1983: 61. სტატიის ბოლოს ასე: მაკალათია 1983 _ მაკალათია ს. თუშეთი, თბ., 1983). უცხოენოვანი ლიტერატურის მითითებისას ფრჩხილებში ავტორის გვარს მიუთითებთ ქათულად. დამოწმებულ ლიტერატურაში კი ასე _ ვოლკოვა 1974 _ Волкова Н. Г. Этнический состав населения Северного Кавказа в XVIII –начале XX века. М., 1974.
    კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის მისამართი: თსუ, VIII კორპუსი, კაბინეტი 204 _ ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი.
    საკონფერენციო მასალები უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ მისამართზე:
medea.sharashenidze@tsu.ge
  ან

roland.topchishvili @tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე