2012-11-19
30 ნოემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა III
კონფერენცია
,,პოლონური მოტივები – ისტორია და თანამედროვეობა“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კავკასიური კვლევის ცენტრი და პოლონეთის საელჩო საქართველოში.
კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები: 1. პოლონეთის პოლიტიკურ–ეკონომიკური საკითხები, 2. პოლონეთის ისტორიულ–კულტურული საკითხები, 3.პოლონურ–ქართული ურთიერთობები.
მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!
რეგისტრაცია ხორციელდება 28 ნოემბრამდე მეილის საშუალებით: caucasus.studium@uw.edu.pl
მეილში მიუთითეთ: სახელი და გვარი; ფაკულტეტი; მოხსენების ზუსტი სათაური.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული
დამატებითი ინფორმაციისთვის
დარეკეთ: 593 136 190
« იხ. ყველა სიახლე