2011-02-11
შიდა მობილობა
-
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი
ბ) თსუ-ს მაგისტრატურაში, ვაკანტურ ადგილებზე, მობილობის წესით სამაგისტრო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ მაგისტრანტები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ საერთო სამაგისტრო გამოცდა.
გ) ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები შიდა მობილობით ფაკულტეტის/სამაგისტრო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების გადაჭარბებით.
დ) შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვთ ამ პუნქტის “ა” - “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, რომლებსაც შიდა მობილობის გამოცხადების მომენტისათვის შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი.
- შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა
- შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა:
2. ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან;
3. ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო სერტიფიკატის ასლი (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით);
4. პირადობის მოწმობის ასლი.
- შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველ პირთა განაცხადების მიღება:
შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა განცხადებები მიიღება იმ ფაკულტეტის კანცელარიაში, სადაც სტუდენტს სურს გადასვლა.
- შიდა მობილობის ვადები
ა) ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
ა.ა. საბუთების მიღება ფაკულტეტებზე -7 - 11 თებერვალი;
ა.ბ. სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 10 - 14 თებერვალი;
ა.გ. სტუდენტთათვის აღაირებული კრედიტების გაცნობა - 15 თებერვალი;
ა.დ. საბოლოო შედეგების გამოცხადება - 16 თებერვალი;
ა.ე. ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 17 თებერვალი.
ბ) დოქტორანტებისათვის
ბ.ა. გასაუბრება სპეციალობაში _ 15 თებერვალი;
ბ.ბ. საბოლოო შედეგების გამოცხადება _ 16 თებერვალი;
ბ.გ. ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება _ 17 თებერვალი.

- ვაკანტური ადგილები
შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილები ფაკულტეტების/სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მიხედვით განისაზღვრება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 14 იანვრის №07/01-01 ბრძანებით.
- ფაკულტეტზე/სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვა
ფაკულტეტზე/სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.
- კრედიტების აღიარება
-
შიდა მობილობაში მონაწილეობის მიღება სტუდენტს არ უზღუდავს გარე მობილობაში მონაწილეობის უფლებას.
« იხ. ყველა სიახლე