ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-06-05

სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა დისტანციური სწავლების რეჟიმში

ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის # დარჩისახლში ფარგლებში იმართება დიალოგების სერია ბრიტანულ უნივერსიტეტებსა და ჩვენი რეგიონის ქვეყნებს შორის.

ამ კვირაში დისკუსიის თემაა "როგორ უნდა უზრუნველყონ უნივერსიტეტებმა სწავლების მაღალი ხარისხი დისტანციური სწავლების რეჟიმში?"
როგორ უნდა უზრუნველჰყონ უნივერსიტეტებმა თავიანთი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის მიერ მაღალი შედეგების მიღწევა სწავლების ახალი მოდელით? 
შემოგვიერთდით ინტერაქტიულ სესიაზე და შეიტყვეთ მეტი დიდი გამოცდილების მქონე უნივერსიტეტებისა და ხარისხის კონტროლის სააგენტოებისგან. მომხსენებლები პირდაპირ რეჟიმში უპასუხებენ თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს.

მომხსენებლები: მოდერატორი აისენ გუვენი - განათლების დეპარტამენტის დირექტორი თურქეთის ბრიტანეთის საბჭოდან. აისენი თურქ და ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ინგლისური ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე თურქეთის უმაღლესი განათლების სექტორში როგორც ეროვნულ, ისე ინსტიტუციონალურ დონეზე.  

დუგლას ბლექსთოქ - ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი. იგი უძღვება ინგლისში და საერთოდ მთელს ბრიტანეთში არსებული ხარისხის უზრუნველყოფაზე მომუშავე წამყვანი სააგენტოების მიერ საგანმანათლებლო პოლიტიკის, რეგულაციების და ხარისხის სფეროს გაუმჯობესებას.

პროფესორი დიანა ლორილარდი - ორგანიზაცია UCL Institute of Education.
პროფესორი მუზაფერ ელმასი - თურქეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საბჭოს პრეზიდენტი. 
ირმა გრძელიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
კვირაში ერთხელ, ყოველკვირეულად უმაღლესი განათლების სფეროს პროფესიონალები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას სხვადასხვა საკითხთან და თემასთან დაკავშირებით. შემოგვიერთდით და შეიტყვეთ მეტი. ამ ვებინარებზე დასწრება უფასოა.

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის იხილეთ  ბმული.  
Print

« იხ. ყველა სიახლე