თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი, თსუ მაღალი
ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი და საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო
კომპიუტერული ქსელების ასოციაცია – „გრენა“ ერთობლივად ახორციელებენ შოთა
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს:
„GRID ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებების დასახმარებლად“.
პროექტის
მიზანია საქართველოში არსებული GRID (განაწილებული გამოთვლების)
ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი სერვისების დანერგვა და სამეცნიერო
ჯგუფების დახმარება. GE-01-GRENA GRID სისტემა ამჟამად ერთადერთია
საქართველოში, რომელიც გაერთიანებულია ევროპულ GRID–ის ინფრასტრუქტურაში და
შესაბამისად იძლევა ლოკალური და ევროპის გამოთვლითი რესურსების
გამოყენების შესაძლებლობას.
იმ კვლევით ჯგუფებს ან ინდივიდუალურ
მკვლევრებს, რომელთა კვლევითი საქმიანობა საჭიროებს დიდ გამოთვლით რესურსს
გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ, რათა შემდგომში მოვახდინოთ თქვენი
ინფორმირება/დატრენინგება GRID რესურსების ეფექტურად გამოყენების მიზნით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი
ტელ.: 2-222-473, ელ-ფოსტა:
sciencerd@tsu.ge
საკონტაქტო პირი: თამარ გოგუა
საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია – „გრენა“
ტელ.: 2-250-591, ელ-ფოსტა:
grid-support@grena.ge
საკონტაქტო პირი: GE-01-GRENA სისტემის ადმინისტრატორი - ნუგზარ გამცემლიძე