2012-02-15
სწავლის საფასურის ეტაპობრივი გადახდა
2011 - 2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლის სემესტრული საფასური (სასწავლო წლის გადასახადი თანხის ნახევარი) შეუძლიათ გადაიხადონ ეტაპობრივად შემდეგი წესით:
• პირველი ნაწილი
(სწავლის სემესტრული საფასურის არანაკლებ 50 პროცენტი) –ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში;• სემესტრული საფასურის დარჩენილი ნაწილი – ადმინისტრაციული რეგისტრაციის დასრულებიდან დასკვნითი გამოცდების დაწყებამდე პერიოდში.
სწავლის სემესტრული საფასურის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტს მომდევნო სემესტრში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის უფლება მიეცემა დავალიანების დაფარვის შემდეგ.
ბრძანება №02/01-01; 24.01.12.
« იხ. ყველა სიახლე