2012-02-15

დოქტორანტურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ცხადდება მიღება დოქტორანტურაში შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე ( ბრძანება № 12/01-01;1.02.2012) :

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი:
•    ბიოლოგია- 8 ადგილი
•    ქიმია - 10 ადგილი
•    გეოლოგია- 3 ადგილი
•    მათემატიკა - 8 ადგილი
•    ფიზიკა - 2 ადგილი
•    გეოგრაფია - 5 ადგილი
•    გამოყენებითი ეკოლოგია - 4 ადგილი
•    ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია - 3 ადგილი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
•    საზოგადოებრივი გეოგრაფია - 2 ადგილი
•    შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია - 2 ადგილი
•    ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება - 3 ადგილი
•    ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია - 4 ადგილი
•    სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია - 3 ადგილი
•    სოციოლოგია - 2 ადგილი
•    სოციალური მუშაობა - 2 ადგილი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
•    ბიზნესის ადმინისტრირება
•    ეკონომიკა

მედიცინის ფაკულტეტი
•    კლინიკური და ტრანსლიაციური მედიცინა - 20 ადგილი

იურიდიული ფაკულტეტი
•    სამართალი - 20 ადგილი

ტურიზმის საერთაშორისო სკოლა
•    ტურიზმი (ქართულენოვანი) - 3 ადგილი




დოქტორანტურაში მისაღები კონკურსის თარიღები: ბრძანება №:16/01-01, 13.02.2012
•    საბუთების მიღება – 6  - 14 თებერვალი;
•    გამოცდა უცხო ენაში  (B2 დონე - ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ქართული (უცხოელთათვის)) – 18 თებერვალი - 12 საათი;
თსუ ბიბლიოთეკის შენობაში (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. № 11)
•    გამოცდის შედეგების გამოცხადება – 20 თებერვალი;
•    გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 21-23  თებერვალი;
•    აპელაციის შედეგების გამოცხადება – 24 თებერვალი;
•    დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 27-29 თებერვალი;
•    ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 1 – 6 მარტი;
•    ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 9 მარტი..

საბუთების მიღება
 საბუთების მიღებას ახორციელებს ფაკულეტეტების მიმღები კომისიები (საკონტაქტო ინფორმაცია).

საბუთების ნუსხა:
•    განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე
•    განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
•    მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის  დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი;
•    პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
•    სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
•    სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
•    უცხო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (აკადემიური საბჭოს  №25/2011 დადგენილება დანართი 2);
•    ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელი სერთიფიკატის  დამოწმებული  ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•    წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სხვა უმაღლეს სასწავლებელში დოქტორანტურაში მიღებასა და /ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
•    უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი  (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

შენიშვნა: კონკურსანტს წარმოდგენილი საბუთები კონკურსის დამთავრების შემდეგ უკან აღარ უბრუნდება.








Print

« იხ. ყველა სიახლე