ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-01-01

პირველსემესტრელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

პირველსემესტრელ  სტუდენტთათვის ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა ანკეტის ელექტრონული ვერსიის  შევსება.

პირადი საქმის გახსნისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
•სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
•პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
•ორი ცალი ფოტოსურათი (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
•სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
•უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პირველსემესტრელთა მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა:
პირველი სემესტრის სტუდენტმა სწავლის სემესტრული საფასური უნდა გადაიხადოს სრულად , ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში.
პირველ სემესტრელმა სტუდენტმა, რომელსაც არ აქვს მოპოვებული სასწავლო გრანტი, უნდა გადაიხადოს სასწავლო წლის სრული საფასურის ნახევარი - 1125 ლარი, 70%-იანი გრანტის შემთხვევაში - 337.50 ლარი, ხოლო 50%-იანი გრანტის შემთხვევაში - 562.50 ლარი.

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგი ბანკების ნებისმიერ ფილიალებში:
•თი ბი სი ბანკი
•ლიბერთი ბანკი
•TBC Pay-ისა და ლიბერთი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით.

სწავლის სემესტრული საფასურის გადაუხდელობა სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია.

არასრულწლოვანი სტუდენტობის კანდიდატის ნაცვლად, თსუ-სთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილია მისი მშობელი, სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული  ასლისა და მშობლის პირადობის მოწმობის ასლის წარმოდგენის შემთხვევაში.

ადმინისტრაციულ რეგისტრაციის გავლისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შეძლებთ სასწავლო კურსების არჩევას (აკადემიური რეგისტრაციის გავლას).

პირველსემესტრელ სტუდენტთა რეგისტრაცია ხორციელდება შესაბამის ფაკულტეტზე (საკონტაქტო ინფორმაცია):

1.ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI (ბიოლოგების) კორპუსი. ტელ.: (+995 32) 2 30 40 19, 2 30 36 92.
2.ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი, II სართული, ოთახი №212, ტელ.: (+995 32) 2 222108.
3.სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ, VI კორპუსი, ოთახი №201. ტელ.: (+995 32) 2 22 11 01 (233); 2 251735.
4.ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, მაღლივი კორპუსი, ოთახი N108 (რესურსცენტრი 3), ტელ.: (+995 32) 2 303671, 2 30 01 34.
(ტურიზმის სკოლა, ვაჟა-ფშაველას გამზირი №44, მე-2 სართული, ოთახი №202, ტელ.: (+995 32) 2 391875).
5.იურიდიული ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 3, თსუ, II კორპუსი, რესურსცენტრი; ტელ.: (+995 32) 2 29 08 19; 2 290841.
6.მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N1 (კანცელარია). ტელ.: (+995 32)  2 91 31 25
7.ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ, III კორპუსი, ოთახი №206, ტელ.: 2 224469.
8.ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა -  მის.: ქ.თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი N55, ოთახი 205, ტელ.: (+995 32) 2 748532.
Print

« იხ. ყველა სიახლე